1 წუთი კითხვის
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა 27 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მიიღო.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის ეროვნული ასამბლეიდან იუწყებიან, რომ შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგთან, მის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების მიმდინარე დადებითი დინამიკის გამო და ხაზი გაუსვეს მიღწეული შედეგების უწყვეტობის უზრუნველყოფისა და თანამშრომლობის არსებული ტემპის შენარჩუნების მნიშვნელობას.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში დამყარებული მშვიდობის შედეგად შექმნილი ახალი შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებაზე - რეგიონული თანამშრომლობისა და ურთიერთსასარგებლო ინიციატივების განხორციელების სასარგებლოდ.
თანამოსაუბრეებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს საპარლამენტო კავშირების განმტკიცებისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობა.