1 წუთი კითხვის
სომხეთის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი 24-25 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის მთავრობა იუწყება.
ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერი სამუშაო შეხვედრას გამართავს რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ოვერჩუკთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს მორიგ სხდომაში.