1 წუთი კითხვის
ბერლინში, 16 ნოემბერს, სომხეთ-გერმანიის ორმხრივი თავდაცვითი კონსულტაციები გაიმართა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
კონსულტაციების მსვლელობისას შეჯამდა 2026 წლის განმავლობაში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით გაწეული სამუშაოები.
თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა ლევონ აივაზიანმა კოლეგებს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის მიმდინარეობა გააცნო.
მხარეებმა განიხილეს და შეათანხმეს 2027 წლის თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც მთელი რიგი ახალი მიმართულებების ღონისძიებებს მოიცავს.
ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების დელეგაციებმა მზადყოფნა გამოთქვეს, გააგრძელონ მუშაობა თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების კუთხით.
მომდევნო თავდაცვითი კონსულტაციები ერევანში გაიმართება.