1 წუთი კითხვის
ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIF) მე-20 სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და კამბოჯის პრემიერ-მინისტრ სამდეჩ მოჰა ბორვორ ტიპადეი ჰუნ მანეტს შორის შეხვედრა გაიმართა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო ავრცელებს. თანამოსაუბრეებმა მაღალი შეფასება მისცეს პნომპენში მიმდინარე ფრანკოფონიის სამიტის მსვლელობას და აღნიშნეს, რომ ის ნაყოფიერი დისკუსიებით მიმდინარეობს, რაც ორგანიზაციის ფარგლებში სახელმწიფოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს.
სომხეთისა და კამბოჯის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისა და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს, ასევე ყურადღება გაამახვილეს არსებული პოტენციალის რეალიზებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე. სახელმწიფოებს შორის არსებული მანძილის მიუხედავად, მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ამ მიმართულებით ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას.
მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს ასევე რეგიონულ თანამშრომლობასა და მშვიდობისკენ მიმართულ ნაბიჯებზეც.