ვემზადებით ჩვენს ხალხს ალტერნატიული ვარიანტები შევთავაზოთ - ფაშინიანი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების შესახებ

2 წუთი კითხვის

სომხეთი ამჟამად ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლას არ აპირებს.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ მთავრობაში ჟურნალისტებთან ბრიფინგზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ორი დღის წინ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ რეალისტურად მიიჩნევს 2027 ან 2028 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენას, და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ ერთდროულად ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირში ყოფნა შეუძლებელია.

„ჩვენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლისთვის მზადება არ დაგვიწყია, ჩვენ ვემზადებით ჩვენს ხალხს ალტერნატიული ვარიანტები შევთავაზოთ, როგორც დავპირდით. ჩვენს ხალხს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ჩვენ არ ვაპირებთ ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლას, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ამ სტრუქტურაში ჩვენი პარტნიორები პოზიციის განსაზღვრისა და რეფერენდუმის ჩატარების საკითხს აყენებენ. მე ვთქვი, რომ ამ ეტაპზე რეფერენდუმის ჩატარების საფუძველი არ არსებობს. ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლისა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფერენდუმის ჩატარებამდე გარკვეული პროცედურები უნდა გავიაროთ. ჩვენ ამ გზით მივდივართ. ჩემთვის აშკარაა, რომ პროცესს იქით მივყავართ, რომ 2027 ან 2028 წელს ოფიციალურად მივმართავთ განაცხადით ევროპული კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდომის პროცესის დაწყების თაობაზე“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ქართული Հայերեն Русский

არარატ მირზოიანის ბრიფინგი

ვემზადებით ჩვენს ხალხს ალტერნატიული ვარიანტები შევთავაზოთ - ფაშინიანი ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების შესახებ

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თურქეთში გამგზავრებას გეგმავს COP31-ში მონაწილეობის მისაღებად

მირზოიანმა აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესების დეტალები გააჟღერა

პრემიერ-მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ქემ ყაფარიანი მიიღო

სამველ კარაპეტიანი დააკავეს

ფაშინიანმა დაასახელა რეალისტური ვადები, თუ როდის შეიძლება სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარადგინოს

ტრამპი მზად არის მიიღოს შუალედური არჩევნების შედეგები და იმუშაოს დემოკრატებთან

სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის შეხვედრა დაიწყო