1 წუთი კითხვის
სომხეთის ტანვარჯიშის ნაკრების წევრი არტურ დავთიანი მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ჩემპიონია.
„არმენპრესის“ ცნობით, ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში მიმდინარე სპორტული ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატზე ცალკეულ ვარჯიშებში ბჯენითი ხტომის ფინალში არტურ დავთიანმა 14.850 ქულა დააგროვა და საკუთარ კარიერაში მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
უფრო ადრე მსოფლიო ჩემპიონი გახდა ჰამლეტ მანუკიანი (ტაიჭზე ვარჯიში), ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს მამიკონ ხაჩატრიანმა (ტაიჭზე ვარჯიში) და არტურ ავეტისიანმა (რგოლები).