სომხეთი და ტაჯიკეთი გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ: ჰოვჰანეს მარტიროსიანი

4 წუთი კითხვის

სომხეთი და ტაჯიკეთი გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების, დიგიტალიზაციის, ატმოსფერული ემისიების კონტროლისა და წიაღის მართვის მიმართულებებით გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს განიხილავენ.

„არმენპრესთან“ საუბრისას სომხეთის გარემოს დაცვისა და წიაღის ინსპექციის ორგანოს ხელმძღვანელმა ჰოვჰანეს მარტიროსიანმა აღნიშნა, რომ ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, შერალიზოდა ბაჰოდურ აჰმადჯონთან შეხვედრისას ორი ქვეყნის გარემოსდაცვით უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„განვიხილეთ ჩვენი ორი ქვეყნის გარემოსდაცვითი სფეროს პრიორიტეტები, არსებული პრობლემები და ის შესაძლებლობები, რომლებსაც თანამშრომლობის განვითარებაში წვლილის შეტანა შეუძლიათ. ვინაიდან ჩვენი უწყებების ფუნქციები საკმაოდ მსგავსია, ვფიქრობ, გამოცდილების ურთიერთგაზიარებას პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება“, – განაცხადა მარტიროსიანმა.

მარტიროსიანის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დიგიტალიზაციის, ატმოსფერული ემისიების კონტროლისა და წიაღის მართვის სფეროებში გამოყენებული მექანიზმები და ინსტრუმენტები.

„ამ მიმართულებებით ორივე ქვეყანას საერთო პრობლემები აქვს და მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა გადაწყვეტილებები გამოიყენება თითოეულ ქვეყანაში. გამოცდილების გაზიარება ეფექტიანი მიდგომების შესწავლისა და საჭიროების შემთხვევაში ჩვენს საქმიანობაში მათი გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემს“, – აღნიშნა მან.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა თანამშრომლობის განვითარება პრაქტიკული პროგრამებისა და ორმხრივი ვიზიტების მეშვეობითაც, მარტიროსიანმა უპასუხა, რომ სომხურმა მხარემ უკვე მიიღო მოწვევა ტაჯიკეთში ჩასვლის შესახებ, რათა ადგილზე გაეცნოს გარემოსდაცვითი მართვის სისტემასა და ამ სფეროში გამოყენებულ მექანიზმებს.

„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ თანამშრომლობა უწყვეტი და გრძელვადიანი იყოს. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარება, არამედ ისეთი პრაქტიკული კავშირების ჩამოყალიბებაცაა, რომლებიც მომავალში ორი ქვეყნის გარემოსდაცვითი მართვის ეფექტიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა მან.

გარემოსდაცვითი კულტურის განვითარების საკითხზე საუბრისას მარტიროსიანმა ხაზი გაუსვა, რომ ტექნიკურ და მმართველობით საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაც.

მისი თქმით, გარემოს დაცვის საკითხებში საზოგადოების პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს და ამ მიმართულებითაც სომხეთსა და ტაჯიკეთს შორის გამოცდილების გაზიარება სასარგებლო იქნება.

გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაზე, COP17-ზე საუბრისას, მარტიროსიანმა აღნიშნა, რომ ეს სომხეთისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინოს ქვეყნის გარემოსდაცვითი პრიორიტეტები, ტექნოლოგიური განვითარება და ამ სფეროში მიმდინარე სამუშაოები.

კითხვაზე, რა მნიშვნელობა აქვს COP17-ის სომხეთში ჩატარებას და რა შესაძლებლობებს შეიძლება ქმნიდეს ის ქვეყნისთვის, ჰოვანეს მარტიროსიანმა უპასუხა:

„კონფერენცია მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საერთაშორისო ასპარეზზე სომხეთის წარმოსაჩენად, ახალი თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად და საერთაშორისო გარემოსდაცვით პროცესებში ქვეყნის ჩართულობის გასაფართოებლად“.

სარგის ასატრიანი

ქართული English Հայերեն Русский

სომხეთის პარლამენტის კომისიამ TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირების პროექტს დადებითი დასკვნა მისცა

არარატ მირზოიანი TRIPP-სა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეგულაციებს შორის წინააღმდეგობას ვერ ხედავს

სომხეთი და ტაჯიკეთი გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ: ჰოვჰანეს მარტიროსიანი

ინფრასტრუქტურის განთავსების ადგილები ჯერ განსაზღვრული არ არის: მირზოიანი TRIPP-ის მარშრუტების შესახებ

სომხეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სრულიად ახალი, უპრეცედენტო დონეა: მირზოიანი TRIPP-ის შესახებ

პლუტონი, სიცოცხლის ძიება სამყაროში და კაცობრიობის დაუოკებელი სწრაფვა უცნობის აღმოსაჩენად: ინტერვიუ ინჟინერ ალან სტერნთან

COP17: არნო ბაბაჯანიანი და ბალერინა თოჯინების თეატრის სპექტაკლი

შეიძლება მიღებულ იქნას ერთობლივი გადაწყვეტილება სომხეთის მიმართ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულების მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ: მთავრობათაშორისი საბჭოს ანგარიში

ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს არ უნდა შეუერთდეს

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში გაემგზავრა