სომხეთის პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 22-25 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი, მელანია ჰარუთიუნიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე იუწყება.
ნიუ-იორკში სომხეთის მთავრობის მეთაური გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა გენასამბლეის მაღალი დონის დებატებზე.
ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან და უცხოელ პარტნიორებთან.