დღეს სომხეთისთვის მსოფლიოს ყველა იარაღის ბაზარი ღიაა - ფაშინიანი

3 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი საერთაშორისო ლეგიტიმურობაა. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის  „ყოველისმომცველი უსაფრთხოება და მედეგობა“ გახსნით სიტყვაში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკური და უსაფრთხოების სფეროს პოზიციები დაფუძნებული უნდა იყოს საერთაშორისოდ აღიარებულ ლეგიტიმურ ჩარჩოზე. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვსაუბრობთ სომხეთის რესპუბლიკის 29 ათას 743 კვადრატული კილომეტრის სუვერენულ ტერიტორიაზე. დიდი ხანია, საერთაშორისო თანამეგობრობის სხვადასხვა აქტორებისგან არ გვესმის შეფასებები სომხეთის რესპუბლიკის არმიის განვითარებისა თუ შეიარაღების შეძენის თაობაზე. ამის მიზეზი ლეგიტიმურობაა, რადგან დღეს ჩვენ ვმოქმედებთ პოლიტიკურ და სამართლებრივ პოზიციებზე, რომელთა ღერძიც შემდეგია: სომხეთის არმია ვითარდება სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის დასაცავად. ამ ლოგიკიდან 1 მილიმეტრით გადახვევაც კი ნიშნავს, რომ სომხეთის რესპუბლიკას დიდი სირთულეები ექნება შეიარაღებული ძალების განვითარების საქმეში და მოწყვლადი გახდება სხვათა შესაძლო მოქმედებების მიმართ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სომხეთისთვის იარაღის მიმყიდველი სახელმწიფოები არ არსებობდნენ.

„იყო ისეთი სიტუაციებიც კი, როდესაც ასობით მილიონი დოლარი გვქონდა გადარიცხული და ნაყიდ იარაღს არ გვაძლევდნენ. როდესაც ვცდილობდით სხვა ადგილას აგვერჩია, იარაღის ყველა ბაზარი ჩაკეტილი იყო ჩვენთვის ორი მიზეზის გამო: პირველი, გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ ოპერატიული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ხართ, ხოლო იარაღის გაყიდვისას ჩვენ ალგორითმებსაც ვყიდით და ვხედავთ, რომ ეს ალგორითმები შეგიძლიათ სხვაგან გაავრცელოთ. მეორე, გვეუბნებოდნენ: ჩვენ არა მხოლოდ არ გვაქვს დარწმუნებულობა, რომ ჩვენ მიერ მოწოდებულ იარაღს სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არ გამოიყენებთ, არამედ პირიქით, დარწმუნებულნი ვართ, რომ სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გამოიყენებთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სიტუაცია 2022 წლის ოქტომბერში პრაღაში განმუხტა, როდესაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე ცნეს.

„ამ შეთანხმების შემდეგ დღეს მსოფლიოს ყველა იარაღის ბაზარი ღიაა სომხეთის რესპუბლიკისთვის. ამის შედეგი 2026 წლის 28 მაისს ვნახეთ. ჩვენი მეზობლებიდან არცერთს აღნიშნული სამხედრო აღლუმის კადრებიდან საერთაშორისო პრობლემა არ შეუქქმნია“, - გაუსვა ხაზი პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

 
 

 

 

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Türkçe 中文

TRIPP-ისგან სარგებელს რეგიონის ყველა ქვეყანა მიიღებს - ფაშინიანი

სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ინვენტარიზაციის პროცესი გრძელდება - ფაშინიანი

ჩვენ არასდროს დაგვიყენებია განხილვის თემაზე სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის საკითხი - ფაშინიანი

ალენ სიმონიანი და ედმონდო ჩირიელი სომხეთსა და იტალიას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ

ფაშინიანი სომხეთის უსაფრთხოების კუხო-ს ირგვლივ აგებულ ფორმულას პრიმიტიულად მიიჩნევს

დღეს სომხეთისთვის მსოფლიოს ყველა იარაღის ბაზარი ღიაა - ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა „ყოველისმომცველი უსაფრთხოება და მედეგობა“ საერთაშორისო კონფერენციაზე

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IOAI) მონაწილე სომეხი მოსწავლეების მიღწევებისადმი მიძღვნილი ღონისძიება

სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები ისტორიაში უმაღლეს წერტილშია - ფაშინიანი