ფაშინიანის თქმით, სომხეთისთვის აზერბაიჯანიც შეიძლება განიხილებოდეს ელექტროენერგიის მომწოდებელ ქვეყნად
2 წუთი კითხვის

ხელოვნური ინტელექტის სფეროში სომხეთის ინვესტიციების გათვალისწინებით, სომხურ მხარეს საჭიროების შემთხვევაში ესაჭიროება ელექტროენერგიის იმპორტის დამატებითი ვარიანტები, მათ შორის აზერბაიჯანიდან.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ბრიფინგის დროს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„არსებობს ელექტროენერგიის სხვადასხვა რეჟიმები, ზოგჯერ ხდება, რომ ქვეყნებს აქვთ ჭარბი ენერგია ან მოთხოვნა. ელექტროენერგიის იმპორტის თემას ჩვენ ასევე განვიხილავთ საქართველოშთან, ირანთან და თურქეთთან“, - განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ არსებობს პროექტი, რომლის თანახმადაც, საქართველოსთან საზღვარზე ევროკავშირის დაფინანსებით შენდება გარდამქმნელი სადგური, რათა ელექტროენერგიის იმპორტი და ექსპორტი უფრო გაადვილდეს.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ლაჩინში 2026 წლის 25 აგვისტოს გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სომხური კომპანიის „ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორი“, აგრეთვე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროსა და აზერბაიჯანული კომპანიის „აზერენერჯი“ წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის შესაძლებლობები, ასევე სახელმწიფო საზღვარზე ორი სახელმწიფოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ურთიერთდაკავშირების სავარაუდო ვარიანტები განიხილეს.