არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობამ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა
1 წუთი კითხვის

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სააგენტო WAM იტყობინება.
აღინიშნება, რომ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა ასევე მიულოცეს არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა, შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა და ვიცე-პრემიერმა, საპრეზიდენტო სასამართლოს ხელმძღვანელმა, შეიხმა მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა.