რუბენ რუბინიანი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ აირჩიეს

2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის მეცხრე მოწვევის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ რუბენ რუბინიანი აირჩიეს.

ხმის მთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, ლილით მინასიანმა განაცხადა, რომ ეროვნული ასამბლეის 105 დეპუტატიდან კენჭისყრაში 91-მა მიიღო მონაწილეობა. ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე რუბინიანის კანდიდატურას მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, 28-მ კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

„ძვირფასო კოლეგებო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ჩემი კანდიდატურის წარდგენისა და ჩემთვის ხმის მოცემის გამო. ეს ჩემთვის უდიდესი პატივია და სრულად ვიაზრებ იმ პასუხისმგებლობას, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება։ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იმედები არ გაგიცრუოთ. ძვირფასო ოპოზიციონერო კოლეგებო, ის ფაქტი, რომ ჩემთვის ხმა არ მოგიციათ, არაფერს ნიშნავს ჩვენს ურთიერთობებში. მე ვაპირებ, ვიყო მთელი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე“, - განაცხადა რუბენ რუბინიანმა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ასამბლეის ფრაქცია „სომხეთის“ ხელმძღვანელმა ანა გრიგორიანმა განაცხადა, რომ ფრაქცია ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის არჩევის საკითხზე გამართულ ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა.

ეროვნული ასამბლეის ფრაქცია „ძლიერი სომხეთის“ ხელმძღვანელმა ნარეკ კარაპეტიანმა კი განაცხადა, რომ ფრაქცია ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი რუბენ რუბინიანის კანდიდატურის წინააღმდეგ მისცემდა ხმას.

სომხეთში 7 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებულ პარლამენტში წარმოდგენილნი არიან მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ (64 მანდატი) და ოპოზიციური ალიანსები - „ძლიერი სომხეთი“ (29 მანდატი) და „სომხეთი“ (12 მანდატი).

 

ქართული العربية English Español فارسی Français Հայերեն Русский Türkçe 中文

სურენ პაპიკიანმა და სამხედრო-სამრეწველო მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებმა პეკინში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

რუბენ რუბინიანმა და პეტრ პირუნჩიკმა სომხეთ-ჩეხეთის ურთიერთობები განიხილეს

TRIPP-ისგან სარგებელს რეგიონის ყველა ქვეყანა მიიღებს - ფაშინიანი

სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ინვენტარიზაციის პროცესი გრძელდება - ფაშინიანი

ჩვენ არასდროს დაგვიყენებია განხილვის თემაზე სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის საკითხი - ფაშინიანი

ალენ სიმონიანი და ედმონდო ჩირიელი სომხეთსა და იტალიას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ

ფაშინიანი სომხეთის უსაფრთხოების კუხო-ს ირგვლივ აგებულ ფორმულას პრიმიტიულად მიიჩნევს

დღეს სომხეთისთვის მსოფლიოს ყველა იარაღის ბაზარი ღიაა - ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა „ყოველისმომცველი უსაფრთხოება და მედეგობა“ საერთაშორისო კონფერენციაზე