მზად ვართ პასუხი გავცეთ ირანული მხარისთვის საინტერესო ყველა კითხვას - სომხეთის პრემიერ-მინისტრი კვლავ შეეხო TRIPP-ის პროექტს

2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის აზრით, სომხეთი მოკრძალებული, პატარა სახელმწიფოა და, როგორც შუამავალს, არ შეუძლია ჰქონდეს ამბიციური განზრახვა ირანის შეერთებულ შტატებთან შესარიგებლად, რადგან დიდი ქვეყნების ურთიერთობების გარკვევაში ჩარევაზე ფიქრი, ფაშინიანის თქმით, არც ისე კარგი და სწორია.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

TRIPP-ის პროექტთან დაკავშირებულ ირანული მხარის წუხილებზე საუბრისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ირანში ბოლო ვიზიტის დროს და მანამდეც ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ სომხური მხარე ღიად და გამჭვირვალედ მოქმედებს.

„ჩვენ მზად ვართ გავცეთ პასუხი ყველა შემშფოთებელ კითხვას, რათა ყველა ეჭვი გაქრეს, რადგან TRIPP-ი არის ძალიან მსხვილი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს მხოლოდ სარგებელს მოუტანს რეგიონს, მათ შორის სომხეთსა და ირანს. მინდა შეგახსენოთ, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგად ასევე გაიხსნება სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სარკინიგზო მიმოსვლა ირანის, აზერბაიჯანის, ნახიჭევანის, სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიით“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელიც გააქარწყლებს იმ კრიტიკას, რომლის თანახმადაც TRIPP-ის პროექტის განხორციელება რეგიონის რომელიმე ქვეყანას მიღმა ტოვებს.

„პირიქით, ეს არის ინკლუზიური პროექტი და, რა თქმა უნდა, ამისთვის ხელისშემშლელი გარემოება შეიძლება იყოს რეგიონული არასტაბილურობა. იმედი მაქვს, რომ სტაბილურობა რაც შეიძლება სწრაფად დამყარდება, რათა შევძლოთ ყველა კონსტრუქციული პროექტის განხორციელება“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Русский

სომხეთის ეროვნული ასამბლეის ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ ხელმძღვანელი და მდივანი სომხეთში რუსეთის ელჩს შეხვდნენ

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ და ევროპის პროკურატურამ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სომხეთი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას ფასის მიუხედავად განახორციელებს - ფაშინიანი

სომხეთში გაზი იაფი არ არის - პრემიერ-მინისტრი

ნიკოლ ფაშინიანის ბრიფინგი

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა სომხეთში ბულგარეთის ელჩი მიიღო

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

სომხეთისა და პოლონეთის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

სომხეთი ეროვნული კოსმოსური შესაძლებლობების განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა։ ფაშინიანმა პარიზში კოსმოსურ საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ბრაზილიის ელჩმა ორმხრივი ინტერესის შემცველი ერთრიგი სხვა საკითხები განიხილეს