სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი შეეხო იმას, თუ რა უშლის ხელს სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს

3 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ შეეხო სომხეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებულ ურთიერთობებს.

„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სომხეთმა გადაწყვიტა ალტერნატივები ჰქონდეს. აქამდე სომხეთს არ ჰქონია ალტერნატივები და სტრატეგიული ურთიერთობები არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით. ახლა სომხეთმა ხელი მოაწერა სტრატეგიული ურთიერთობების დოკუმენტს ჩინეთთან, აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, ნიდერლანდებთან, საფრანგეთთან და უამრავ სხვა სახელმწიფოსთან, რუსეთი კი ამაში პრობლემას ხედავს. რუსეთს მიაჩნია, რომ ურთიერთობები ან ექსკლუზიური უნდა იყოს, ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ჩვენ ამ მიდგომას არ ვიზიარებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ურთიერთობები არ არის ექსკლუზიური, მაგრამ ურთიერთობები უნდა არსებობდეს. ეს არის ლეგიტიმური პოზიცია“, - „არმენპრესის“ ინფორმაციით, განაცხადა ფაშინიანმა.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა სომხეთი საბოლოო ჯამში კარგი პარტნიორი, ფაშინიანმა აღნიშნა:

„რით არ იყო სომხეთი კარგი პარტნიორი 2022 წელს, როდესაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ თავისი ფუნქციები არ შეასრულა? რა დააშავა სომხეთის რესპუბლიკამ, ვის მიაყენა ვნება? რით იყო სომხეთის რესპუბლიკა ცუდი, როდესაც ყარაბაღში რუსმა მშვიდობისმყოფელებმა თავისი ფუნქციები არ შეასრულეს? 2022 წლის 6 ოქტომბერშია პრობლემა? მაგრამ მანამდეც ხომ მოხდა მოვლენები. რატომ ისმის მუდმივად პრეზუმპცია, რომ ჩვენ ვართ ცუდი პარტნიორი? ან სომხეთის რესპუბლიკას რა დაუშავებია ვინმესთვის, ბელარუსისთვის რა დაუშავებია, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადოს, ვის რაში სჭირდება სომხეთიო? პატივცემული პარტნიორი, ბელარუსის პრეზიდენტი, ეძებდა და ვერ პოულობდა ამ კითხვაზე პასუხს. როგორ შეიძლება სუვერენულ ქვეყანაზე ასე ლაპარაკი? ახლა ჩვენ ვუჩვენებთ, ვის სჭირდება სომხეთის რესპუბლიკა, და ყველა ეს პარტნიორი ქვეყანაც სჭირდება სომხეთის რესპუბლიკას. მე ვთხოვ, რომ ჩვენს პოზიციონირებას გაგებითა და პატივისცემით მოეპყრონ, მით უმეტეს, რომ პრაქტიკულად მისი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დგება“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Русский Türkçe 中文

სომხეთის ეროვნული ასამბლეის ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ ხელმძღვანელი და მდივანი სომხეთში რუსეთის ელჩს შეხვდნენ

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ და ევროპის პროკურატურამ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სომხეთი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას ფასის მიუხედავად განახორციელებს - ფაშინიანი

სომხეთში გაზი იაფი არ არის - პრემიერ-მინისტრი

ნიკოლ ფაშინიანის ბრიფინგი

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა სომხეთში ბულგარეთის ელჩი მიიღო

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

სომხეთისა და პოლონეთის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

სომხეთი ეროვნული კოსმოსური შესაძლებლობების განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა։ ფაშინიანმა პარიზში კოსმოსურ საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ბრაზილიის ელჩმა ორმხრივი ინტერესის შემცველი ერთრიგი სხვა საკითხები განიხილეს