ელჩმა ღევონდიანმა და ერსაინ ნაგასპაევმა მრეწველობის სფეროში სომხეთ-ყაზახეთის თანამშრომლობა განიხილეს
1 წუთი კითხვის

ყაზახეთში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი არმენ ღევონდიანი ყაზახეთის მრეწველობისა და მშენებლობის მინისტრ ერსაინ ნაგასპაევს შეხვდა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთში სომეთის საელჩო ავრცელებს.
აღინიშნება, რომ შეხვედრაზე მრეწველობის სფეროში სომხეთ-ყაზახეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთქმედების გაფართოების საკითხები განიხილეს. კერძოდ, მინისტრმა ნაგასპაევმა დაადასტურა ყაზახი მწარმოებლების დაინტერესება და მზადყოფნა, გაზარდონ სომხეთში მანქანათმშენებლობის, მეტალურგიისა და მსუბუქი მრეწველობის პროდუქციის, მათ შორის ძალოვანი ტრანსფორმატორებისა და აკუმულატორების მიწოდების მოცულობა.
ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის შემცველი მთელი რიგი პროექტების განხორციელების პერსპექტივები.
შეხვედრის შედეგად, ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა სომხეთსა და ყაზახეთს შორის პარტნიორობის გაღრმავების მიზნით - მაღალ და უმაღლეს დონეებზე მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად.