სომხეთმა და აშშ-მა კრიტიკული და იშვიათი მინერალების სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს
1 წუთი კითხვის

ამერიკის შეერთებულ შტატებში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი ნარეკ მკრტჩიანი აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის საერთაშორისო პროგრამების ოფისის დირექტორს, უილიამ კანინგჰემს შეხვდა.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში სომხეთის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე განიხილეს აშშ-ის გამოცდილება გეოლოგიური სამსახურის ჩამოყალიბების პროცესში და ამ საფუძველზე შესაძლო თანამშრომლობის მიმართულებები. მხარეები ასევე შეეხნენ კრიტიკული და იშვიათი მინერალების სფეროში სომხურ-ამერიკული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს.
საუბრისას ხაზი გაესვა თანამშრომლობის მნიშვნელობას მაისში ხელმოწერილი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიისა და უმნიშვნელოვანესი მინერალებისა და იშვიათი წიაღისეულის მოპოვებისა და დამუშავების სფეროში მიწოდების უზრუნველყოფის შესახებ ჩარჩო მემორანდუმის კონტექსტში.