სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთთან ურთიერთობებსა და გაზის ფასის საკითხს შეეხო
1 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთთან სომხეთის ურთიერთობებს შეეხო. „არმენპრესის“ ცნობით, პრემიერმა აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან ბრიფინგის დროს ისაუბრა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციიდან გაჟღერებულ განცხადებებს გაზის ფასის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით.
„ჩვენი სტრატეგია უცვლელი რჩება: რუსეთის ფედერაციის ჩვენს პარტნიორებთან ერთად მშვიდად, ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე ვიმუშავებთ და ყველა ჩვენს პრობლემას მოვაგვარებთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რუსეთის ფედერაციის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სომხეთისთვის რუსული გაზის შეღავათიანი ფასი შესაძლოა საბაზრო პრინციპებზე გადავიდეს, თუ ერევანი ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლას გადაწყვეტს.