სომხეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას TRIPP პროექტის შესახებ
1 წუთი კითხვის

სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ პროექტის - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და საერთაშორისო კეთილდღეობისთვის“ ფარგლებში.
„არმენპრესის“ ცნობით, დოკუმენტის ხელმოწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
სომხური მხრიდან დოკუმენტს ხელი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მოაწერა, ხოლო ამერიკული მხრიდან - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.