ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო პრემიერ-მინისტრს მილოცვა გაუგზავნა

1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ეროვნული დღესასწაული - სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა.

„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ მილოცვაში ნათქვამია:

„სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.

საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომელსაც უკვე აქვს პრაქტიკული და ინსტიტუციონალიზებული სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათი.

განსაკუთრებული კმაყოფილებით აღვნიშნავ თქვენი ხელმძღვანელობით მოქმედი დელეგაციის მონაწილეობას ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში.

ჩვენ ასევე მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობისა და პირადად თქვენს ძალისხმევას, რომელიც რეგიონული თანამშრომლობისკენაა მიმართული.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ნაყოფიერ მოღვაწეობას, ხოლო თქვენს ქვეყანას - მშვიდობასა და კეთილდღეობას“.

ქართული العربية English Español فارسی Français Հայերեն Русский Türkçe 中文

სომხეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუმინეთთან ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებას

სომხეთსა და რუმინეთს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საბერძნეთი-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მეთაურობით დელეგაცია მიიღო

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის შეხვედრა დაიწყო: ხელი მოეწერება დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში ჩავიდა

მჰერ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

„Convergence Armenia Forum“-ის პირველი კონფერენცია

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს შეეხნენ

არამ ასატრიანის შესახებ ფილმის გადაღების სამუშაოები