სომხეთი დღითიდღე უფრო უახლოვდება ევროკავშირს - არარატ მირზოიანი

1 წუთი კითხვის

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პროდუქტიულად შეაფასა სომხეთი-ევროკავშირის პირველი სამიტის შედეგები, რომელიც ერევანში 5 მაისს გაიმართა.

„არმენპრესის“ ცნობით, არარატ მირზოიანი ამ თემას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ როგორია ევროკავშირში სამიტის შედეგად სომხეთის მიდგომების აღქმა.

„სომხეთის მიდგომები მანამდეც ყოველთვის დინამიურად წარედგინებოდა როგორც ევროკავშირის, ისე წევრი ქვეყნების პარტნიორებს. გამონაკლისი არც ეს სამიტი ყოფილა. საიდუმლო არ არის, რომ სომხეთი დღითიდღე უფრო და უფრო უახლოვდება ევროკავშირს. ამისთვის არსებობს ყველა შესაძლებლობა და არსებობს ნომერ პირველი წინაპირობა - სომეხი ხალხის ევროპული ამბიციები, რაც გამოიხატა, მაგალითად, გასული წლის სამოქალაქო ინიციატივით, რომელიც, საბოლოო ჯამში, ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ კანონად იქცა“, - განაცხადა მირზოიანმა, რითაც მხედველობაში იქონია კანონი ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Русский Türkçe

სომხეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუმინეთთან ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებას

სომხეთსა და რუმინეთს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საბერძნეთი-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მეთაურობით დელეგაცია მიიღო

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის შეხვედრა დაიწყო: ხელი მოეწერება დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში ჩავიდა

მჰერ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

„Convergence Armenia Forum“-ის პირველი კონფერენცია

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს შეეხნენ

არამ ასატრიანის შესახებ ფილმის გადაღების სამუშაოები