ფაშინიანი გამოეხმაურა საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას სომხეთის არჩევნებში ჩარევის საფრთხის შესახებ

3 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას იმის შესახებ, რომ სხვა ქვეყანაში სომხეთის მოქალაქეებსა და ბიზნესმენებზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მათ მხარი დაუჭირონ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს სომხეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში.

„არმენპრესის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ თემას მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე შეეხო.

ფაშინიანმა პირველ რიგში აღნიშნა, რომ ამ განცხადებას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. „ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით უკვე ვთქვი, რომ ეჭვი არ მეპარება - თეორიულად ასეთი ვითარების არსებობის შემთხვევაშიც კი, რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების უმრავლესობა ხმას ჩვენს სასარგებლოდ მისცემს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ იყო საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში მკაფიოდ მითითებული, თუ კონკრეტულად რომელ ქვეყანაზეა საუბარი, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:

„ეს ინფორმაციის მოცულობისა და მიზანშეწონილობის საკითხია. ვფიქრობ, მომავალში, საჭიროებისამებრ, უფრო დეტალური განმარტებები იქნება“.

სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა 2026 წლის 10 მარტს გაავრცელა განცხადება სხვა ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლისა და მოახლოებულ საარჩევნო პროცესებში ჩარევის შესახებ. პოლიციამ საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადების საფუძველზე შეტყობინება წარადგინა სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში, რომელმაც 11 მარტს ამ შეტყობინების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი წარმოების დაწყების შესახებ გამოაცხადა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მანამდე ჟურნალისტებთან ბრიფინგზე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სომხეთში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ პარტია „ძლიერი სომხეთი“ ცდილობს რუსეთში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეების არჩევნებამდე სომხეთში ჩამოყვანას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ხმა მისცენ „ძლიერ სომხეთს“. ფაშინიანმა განაცხადა, რომ ასეთი ვითარების შემთხვევაშიც კი, რუსეთში მცხოვრები სომხების უმრავლესობა ხმას მმართველ პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულებას“ მისცემს, რადგან მათი ემგრაციის მთავარი დამნაშავე სწორედ ყოფილი ხელისუფლებაა.

პოლიტიკური

საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება სხვა ქვეყანაში სომხეთის მოქალაქეებზე ზეწოლისა და მოახლოებულ საარჩევნო პროცესებში ჩარევის შესახებ

 

ქართული English Español فارسی Հայերեն Русский

ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტმა სომხეთისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა

ვაჰაგნ ხაჩატურიანმა და ტომიო ოკამურამ ევროკავშირის ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი

საქართველოში სომხეთის კულტურის დღეები გაიმართება

თურქმენეთის პრეზიდენტმა მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოწვევა სომხეთში ვიზიტის შესახებ

ნიკოლ ფაშინიანმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

სომხეთს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების განზრახვა არ აქვს და არც ჰქონია - ფაშინიანის გამოხმაურება ზახაროვას განცხადებაზე

შედგა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და კვიპროსის პრეზიდენტის ტელეფონით საუბარი

ფაშინიანმა განაცხადა: პუტინთან მიაღწიეს ურთიერთგაგებას, რომ სომხური რკინიგზის კონცესიური მართვის საკითხი რაიმე ფორმით უნდა გადაწყდეს

თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით - ფაშინიანი

თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით - ფაშინიანი