რუსეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში ხორბლის ახალი პარტია გაგზავნა

2 წუთი კითხვის

ბოლო სამი დღის განმავლობაში უკვე მეორედ, რუსეთიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში მარცვლეულით დატვირთული 11 სარკინიგზო ვაგონი გაიგზავნება.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება. აღინიშნება, რომ გადაზიდული მარცვლეულის საერთო წონა 1023 ტონას შეადგენს.

აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში გაგზავნილი რუსული ხორბლის წინა პარტიის შესახებ ინფორმაცია ბოლოს 9 მარტს გავრცელდა: 8 ვაგონისგან შემდგარმა სატვირთო მატარებელმა აზერბაიჯანის გავლით სომხეთში 560 ტონა რუსული ხორბალი გადაზიდა.

როგორც წინა შემთხვევებში, რუსული ხორბალი სომხეთს ამჯერადაც მიაღწევს არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ საქართველოს ტერიტორიის გავლითაც, რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა არ არსებობს.

აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით რუსული ხორბლის პირველი პარტია სომხეთში 2025 წლის 6 ნოემბერს ჩავიდა. მაშინ სარკინიგზო გზით სომხეთში 1000 ტონა ხორბალი გადაიზიდა. 8 ნოემბერს, კვლავ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, სომხეთში ყაზახური ხორբლის პარტია - 1000 ტონა ჩავიდა. ამის შემდეგ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთისთვის ხორბლის მიწოდება გაგრძელდება. რუსულმა მხარემაც დაადასტურა აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთისთვის ხორბლის მიწოდების გაგრძელების შესახებ.

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Türkçe 中文

სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრი COP17-ის ფარგლებში გლობალური ეკოლოგიური ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

სომხეთმა და აშშ-მა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე COP17-ის მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად სომხეთს ეწვევა

TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმება 27 ოქტომბერს ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განიხილება

სომხეთისა და საქართველოს გენერალურმა პროკურორებმა თბილისში საერთაშორისო პროფესიული სტრუქტურების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს

ფაშინიანი ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს

ფაშინიანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის სავარაუდო ვადა დაასახელა

სომხეთი თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის მიზნით მუშაობს - ფაშინიანი

TRIPP-ის განხორციელება პრაქტიკულ ეტაპზე გადადის - ნიკოლ ფაშინიანი

TRIPP-ის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით სომხეთის ოფიციალური პირების ჯგუფი სიუნიქის მარზში გაემგზავრა