ესტონეთი ერევანში საელჩოს გახსნის

1 წუთი კითხვის

ესტონეთი მიმდინარე წელს გეგმავს ერევანში საელჩოს გახსნას․

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ X-ის მიკრობლოგში დაწერა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ, რომელმაც ასევე აცნობა ბრიუსელში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან სპონტანური შეხვედრის შესახებ։

„ბრიუსელს ადამიანების გაერთიანების განსაკუთრებული უნარი აქვს. სპონტანური შეხვედრა მქონდა ჩემს ძვირფას მეგობართან, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან. თუ არა სხვა ადგილას, მაშინ წელს ერევანში, ესტონეთის საელჩოს გახსნის დროს კვლავ შევხვდებით“, - დაწერა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა․

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ ჩანაწერს გამოეხმაურა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი․

„ყოველთვის სასიამოვნოა ჩემს ძვირფას მეგობარ მარგუს ცაჰკნასთან შეხვედრა. იქნება ეს ფორმალური თუ სპონტანური შეხვედრა, ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ ურთიერთსაინტერესო თემას პარტნიორობის წინ წასაწევად. მოუთმენლად ველოდები თქვენს მისალმებას ერევანში, მათ შორის ესტონეთის საელჩოს გახსნის დროს“, -  სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაწერა․

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება․

ქართული العربية English Español فارسی Français Հայերեն Русский Türkçe

სომხეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუმინეთთან ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებას

სომხეთსა და რუმინეთს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საბერძნეთი-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მეთაურობით დელეგაცია მიიღო

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის შეხვედრა დაიწყო: ხელი მოეწერება დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში ჩავიდა

მჰერ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

„Convergence Armenia Forum“-ის პირველი კონფერენცია

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს შეეხნენ

არამ ასატრიანის შესახებ ფილმის გადაღების სამუშაოები