ესტონეთი ერევანში საელჩოს გახსნის
2 წუთი კითხვის

ესტონეთი მიმდინარე წელს გეგმავს ერევანში საელჩოს გახსნას․
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ X-ის მიკრობლოგში დაწერა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ, რომელმაც ასევე აცნობა ბრიუსელში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან სპონტანური შეხვედრის შესახებ։
„ბრიუსელს ადამიანების გაერთიანების განსაკუთრებული უნარი აქვს. სპონტანური შეხვედრა მქონდა ჩემს ძვირფას მეგობართან, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან. თუ არა სხვა ადგილას, მაშინ წელს ერევანში, ესტონეთის საელჩოს გახსნის დროს კვლავ შევხვდებით“, - დაწერა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა․
Brussels has a way of bringing people together.
— Margus Tsahkna (@Tsahkna) January 29, 2026
A spontaneous catch-up with my dear friend, Armenian Foreign Minister @AraratMirzoyan.
If not sooner somewhere else, we’ll meet again when Estonia opens its embassy in Yerevan this year.
🇪🇪🇦🇲 pic.twitter.com/F5OvkTzWjG
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ ჩანაწერს გამოეხმაურა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი․
„ყოველთვის სასიამოვნოა ჩემს ძვირფას მეგობარ მარგუს ცაჰკნასთან შეხვედრა. იქნება ეს ფორმალური თუ სპონტანური შეხვედრა, ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ ურთიერთსაინტერესო თემას პარტნიორობის წინ წასაწევად. მოუთმენლად ველოდები თქვენს მისალმებას ერევანში, მათ შორის ესტონეთის საელჩოს გახსნის დროს“, - სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაწერა․
Always a pleasure to see my dear friend @Tsahkna!
— Ararat Mirzoyan (@AraratMirzoyan) January 29, 2026
Be it a formal meeting or a spontaneous conversation, we find a topic of mutual interest to take 🇦🇲-🇪🇪 partnership a step forward. Looking forward to welcoming you in Yerevan soon, including for the opening of Estonia’s embassy. https://t.co/qsqBOUursI
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება․