რა ეტაპზეა „ტრამპის მარშრუტი“ პროექტის განხორციელება: სომხეთის პრემიერ-მინისტრის განმარტება

2 წუთი კითხვის

სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარეობს ისეთი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც აღწერს „ტრამპის მარშრუტი“ პროექტის სტრატეგიულ ჩარჩოს. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე.

„სომხეთსა და აშშ-ს შორის მზადდება დოკუმენტი, რომელიც აღწერს „ტრამპის მარშრუტი“ პროექტის სტრატეგიულ ჩარჩოს. ამ დოკუმენტს ორივე მხარემ უნდა მისცეს ოფიციალური ფორმა, რის შემდეგაც დაიწყება შემდეგი ეტაპი. ჩემი პროგნოზი რჩება იგივე, რომ პროექტის განხორციელების პროცესი ადგილზე დავიწყდება 2026 წლის მეორე ნახევრიდან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანის ვარაუდით, „ტრამპის მარშრუტის“ ფარგლებში პირველი პროექტი იქნება რკინიგზის მშენებლობა.

„ვარაუდობ, რომ რკინიგზა იქნება პირველი პროექტი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეკონომიკურმა მიზანშეწონილობამ და საინვესტიციო მიმზიდველობამ გარკვეულად შეცვალოს პრიორიტეტები და აღმოჩნდეს, რომ გაზსადენის ან ნავთობსადენის პროექტის განხორციელება უფრო ადრეა საჭირო. თუმცა ეს მინიშნებები არ არის, ვგულისხმობ იმას, რომ პროცესი დინამიკურია და შესაძლოა გარკვეული გარემოებების გამო ნავთობის ან გაზის ინფრასტრუქტურა უფრო პრიორიტეტულად იქცეს“, - განმარტა ფაშინიანმა.

„თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი შეფასებით, რკინიგზა რჩება პრიორიტეტად. მისი თავისებურებაა ის, რომ მარშრუტი უკვე ცნობილია, რადგან ამ მონაკვეთზე ადრე უკვე არსებობდა რკინიგზა“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა მუშაობს სასაზღვრო და საბაჟო თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნაზე და ულტრამოდერნული ტექნიკის შეძენაზე, რომელიც გამოიყენება არა მხოლოდ სომხეთ–აზერბაიჯანის, არამედ სომხეთ–საქართველოს, სომხეთ–ირანისა და სომხეთ–თურქეთის საზღვრებზე.

ქართული English Español فارسی Հայերեն Русский 中文

სომხეთის პარლამენტის კომისიამ TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირების პროექტს დადებითი დასკვნა მისცა

არარატ მირზოიანი TRIPP-სა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეგულაციებს შორის წინააღმდეგობას ვერ ხედავს

სომხეთი და ტაჯიკეთი გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ: ჰოვჰანეს მარტიროსიანი

ინფრასტრუქტურის განთავსების ადგილები ჯერ განსაზღვრული არ არის: მირზოიანი TRIPP-ის მარშრუტების შესახებ

სომხეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სრულიად ახალი, უპრეცედენტო დონეა: მირზოიანი TRIPP-ის შესახებ

პლუტონი, სიცოცხლის ძიება სამყაროში და კაცობრიობის დაუოკებელი სწრაფვა უცნობის აღმოსაჩენად: ინტერვიუ ინჟინერ ალან სტერნთან

COP17: არნო ბაბაჯანიანი და ბალერინა თოჯინების თეატრის სპექტაკლი

შეიძლება მიღებულ იქნას ერთობლივი გადაწყვეტილება სომხეთის მიმართ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულების მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ: მთავრობათაშორისი საბჭოს ანგარიში

ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს არ უნდა შეუერთდეს

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში გაემგზავრა