სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბენილუქსის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან შეხვედრა გამართა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი შეხვდა ბელგიის, ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ვაჰან კოსტანიანმა თავის მიკრობლოგში, X-ის პლატფორმაზე, დაწერა.
Pleasure to meet the Political Directors of the Benelux Foreign Ministries.
— Vahan Kostanyan (@VahanKostanyan) December 11, 2025
We discussed a wide range of issues, including the further institutionalization of the peace established between Armenia and Azerbaijan, the Armenia-EU partnership and Armenia’s democratic resilience. pic.twitter.com/Dvju6Ml3Eh
„სასიამოვნო შეხვედრა მქონდა ბენილუქსის (ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი) საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან. განვიხილეთ თემების ფართო სპექტრი, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობის შემდგომი ინსტიტუციონალიზაცია, სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობა და სომხეთის დემოკრატიული მდგრადობა“, – წერს კოსტანიანი.