2026 წელი გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება მშვიდობისთვის։ ფაშინიანი

2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ელოდება, რომ სომხეთის ხალხი 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაუდგება მშვიდობას მხარში.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ფაშინიანმა ამის შესახებ განაცხადა ეროვნული ასამბლეის მუდმივმოქმედი კომისიების ერთობლივ სხდომაზე, სადაც განიხილებოდა „სომხეთის რესპუბლიკის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი.

„2026 წელი გადამწყვეტი იქნება მშვიდობისთვის, რადგან ივნისში ჩატარდება რიგითი საპარლამენტო არჩევნები. ამ არჩევნებს ერთი მთავარი კითხვა ექნება, რომელზეც პასუხი უნდა გაიცეს: სომხეთის რესპუბლიკის ხალხმა თავისი არჩევანით უნდა დაიცვას მშვიდობა. ეს არის მოახლოებული არჩევნების მთავარი პოლიტიკური შინაარსი და მიზანი. საპირისპირო შემთხვევაში სომხეთი დაბრუნდება კონფლიქტისკენ. მშვიდობის დაცვით, სომხეთის ხალხი დაიცავს თავისი დამოუკიდებლობის ამ ახალ დონეს, თავის სუვერენიტეტსა და სახელმწიფოს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში წინასწარ მოაწერეს ხელი სამშვიდობო შეთანხმებას. ამის შემდეგ, როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ისე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის შორის მშვიდობა დამყარებულია.

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Русский Türkçe 中文

სომხეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუმინეთთან ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებას

სომხეთსა და რუმინეთს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საბერძნეთი-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მეთაურობით დელეგაცია მიიღო

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის შეხვედრა დაიწყო: ხელი მოეწერება დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში ჩავიდა

მჰერ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

„Convergence Armenia Forum“-ის პირველი კონფერენცია

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს შეეხნენ

არამ ასატრიანის შესახებ ფილმის გადაღების სამუშაოები