ვარშავაში გაიმართა სომხეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიჰას.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია არარატ მირზოიანის X-ის მიკრობლოგში გაკეთებულ ჩანაწერში.
„ძალიან სიღრმისეული საუბარი ჩემს კოლეგა ანდრეი სიბიჰასთან. ვთანხმდებით სომხეთ–უკრაინის თანამშრომლობის განვითარებასა და ორმხრივი დღის წესრიგის გაფართოებაზე“, – აღნიშნა მირზოიანმა და დაამატა, რომ შეხვედრისას მოკლედ განიხილეს სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრებული მშვიდობაც.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეხვედრაზე ასევე ხაზგასმული იყო უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მნიშვნელობა.
„მიმოხილული იქნა შექმნილი ვითარება“, – ნათქვამია არარატ მირზოიანის ჩანაწერში.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში.
Insightful conversation w/my counterpart @andrii_sybiha.
— Ararat Mirzoyan (@AraratMirzoyan) September 30, 2025
We agree to develop 🇦🇲-🇺🇦 cooperation & enhance the bilateral agenda.
Briefed on established peace in the South Caucasus. Stressed the importance of reaching peace in #Ukraine. Exchanged views on the ongoing situation. pic.twitter.com/oSgaXA2qTG