სომხეთში სისტემური კორუფცია 2018 წლიდან გაუქმებულია։ ფაშინიანი

2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2018 წლის რევოლუციის შემდეგ სომხეთში სისტემური კორუფცია გაუქმებულია.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დემოკრატიის სომხურ ფორუმის ფარგლებში თემაზე „დემოკრატიის ხარისხი სომხეთში: გამოწვევები და შეფასების ინდიკატორები“ გამართულ პანელურ დისკუსიაზე აღნიშნა.

„თუ სისტემური კორუფცია იქნებოდა, იმ ყველა კორუფციული შემთხვევებიდან, რაც თქვენ იცით, მე ჩემი წილი უნდა მქონოდა. მე ვერ გკითხავთ, მაქვს თუ არა წილი, რადგან ვიცი, მაქვს თუ არა. და მე გეუბნებით: არ არსებობს, არ ყოფილა და არ იქნება სისტემური კორუფცია სომხეთში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლების მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ხშირად იყენებენ სწორედ ხელისუფლების წინააღმდეგ.

„სომხეთში არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მოქმედი მინისტრი ბრალდებულად ჩაერთოს, ან ქალაქმშენებლობის კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე ქრთამის აღებისთვის დაკავდეს, სხვა მაღალი თანამდებობის პირებზე აღარაფერს ვამბობ“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ კორუფციული გამოვლინებები, სამწუხაროდ, არსებობს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, თუმცა სომხეთში სისტემური კორუფცია გაუქმებულია.

ქართული العربية English Español Հայերեն

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და საფრანგეთის ელჩმა რიგი საკითხები განიხილეს

სომხეთ-თურქეთის მოწესრიგების პროცესი გადამწყვეტად მიიწევს წინ - ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი კობახიძემ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

მირზოიანი და ბაირამოვი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო და სატრანზიტო თანამშრომლობას მშვიდობის სარგებლის პრაქტიკულ მაგალითად მიიჩნევენ

სომხეთში ელოდებიან კონფლიქტის შედეგად აზერბაიჯანში უთავისუფლოდ აღმოჩენილი სომხების დაბრუნებას: ნიკოლ ფაშინიანმა გაეროში განცხადება გააკეთა

TRIPP-ის განხორციელება საშუალებას მისცემს არა მხოლოდ სომხეთს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიას, გახდეს მშვიდობის გზაჯვარედინი: ფაშინიანის გამოსვლა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან

სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე, რომელიც საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლების ეკონომიკურ პრივილეგიას იღებს:

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესში შეთანხმების მიღწევისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობდა - ვიტკოფი

სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობა სწრაფად ვითარდება და უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე - ურსულა ფონ დერ ლაიენი