სომხეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები
2 წუთი კითხვის

პარიზში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები სომხეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა უწყებებს შორის სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანის და საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორატის ხელმძღვანელ ბრის როკფოს თავმჯდომარეობით.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონსულტაციების დროს განხილული იქნა ორი ქვეყნის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, თავდაცვისა და კულტურის სფეროებში არსებული თანამშრომლობის პროგრამები, მათი განვითარების და გაფართოების პერსპექტივები.
განიხილეს აგრეთვე თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში და სხვა მრავალმხრივ პლატფორმებზე. ამ კონტექსტში ხაზგასმული იქნა მუდმივად ერთმანეთის მხარდაჭერის, ასევე ორივე ქვეყნისთვის მგრძნობიარე და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საკითხებზე პოზიციების დაახლოების მიზნით დამატებითი ძალისხმევის საჭიროება.
განხილულ იქნა სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხებიც. ამ კონტექსტში განსაკუთრებულად ხაზგასმული იქნა საფრანგეთის დადებითი როლი ამ დღის წესრიგის გაფართოებისა და წინ წაწევის საქმეში.
დეტალური განხილვები გაიმართა აგრეთვე სომხეთსა და საფრანგეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამკვიდრების მიმართულებით ორმხრივად განხორციელებულ ნაბიჯებზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები მომავალი წელს სომხეთში გასამართი ორი მსხვილი საერთაშორისო ღონისძიების: ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის და ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა 17-ე კონფერენციის (COP17) ჩატარების კონტექსტში.
მხარეებმა აზრები გაცვალეს რეგიონულ და საერთაშორისო ყველაზე აქტუალურ თემებზე. განხილულ იქნა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირების ფარგლებში ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებები, აგრეთვე სომხეთ-თურქეთის დარეგულირების პროცესი.