პოლიტიკური

სომხეთი კონცენტრირებულია მის გარშემო მშვიდობიანი გარემოს შექმნაზე։ არარატ მირზოიანის ინტერვიუ „ChinaDaily“-ს

3 წუთი კითხვის

სომხეთი კონცენტრირებულია მის გარშემო მშვიდობიანი გარემოს შექმნაზე։ არარატ მირზოიანის ინტერვიუ „ChinaDaily“-ს

სომხეთი კონცენტრირებულია მის გარშემო მშვიდობიანი გარემოს შექმნაზე და თავისი ეკონომიკის განვითარებაზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, სომეხი ხალხის კეთილდღეობის ხელშესაწყობად.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პეკინში, ივნისის ბოლოს გამართული ვიზიტის ფარგლებში ჩინურ გამოცემა „ChinaDaily“-სთვის მიცემულ ინტერვიუში․

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თანამედროვე რთულ საერთაშორისო ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებელმა ერებმა დაიცვან საერთაშორისოდ მიღებული წესები და იმუშაონ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ.

„ჩვენ კონცენტრირებული ვართ სომხეთის გარშემო მშვიდობიანი გარემოს შექმნაზე და ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის.

სტრატეგიული ხედვის მქონე „მშვიდობის გზაჯვარედინი“ ინიციატივის მიზანია, სომხეთი წარმოაჩინოს, როგორც აზიასა და ევროპას შორის ნეიტრალური და ეფექტური სატრანზიტო კვანძი. ის შესაძლოა დამატება გახდეს უფრო ფართო საერთაშორისო პროექტებისა, მათ შორის ჩინეთის ინიციატივისა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ და შეუწყოს ხელი რეგიონულ ეკონომიკურ ინტეგრაციას“, - განაცხადა არარატ მირზოიანმა.

მისივე თქმით, სომხეთის გარშემო მშვიდობის დამკვიდრებამ შეიძლება ქვეყანა აქციოს საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის მნიშვნელოვან ნაწილად ჩინეთიდან ევროპამდე და პირიქით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ერევანს და პეკინს მრავალი საკითხის მიმართ მსგავსი მიდგომა აქვთ და რომ სომხეთი ერთ-ერთი იმ ქვეყნათაგანია, რომელიც დიდად ეყრდნობა კანონსა და სამართლიანობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

„ჩვენ გვინდა ვიცოდეთ წესები. ჩვენ პატივს ვცემთ მათ. მაგრამ ჩვენ ასევე ველით, რომ ყველამ პატივი სცეს კანონს“, - განაცხადა მირზოიანმა და დაამატა, რომ ორმაგი სტანდარტები და საერთაშორისო წესების სელექციური ინტერპრეტაცია დიდი სახელმწიფოების მიერ, მცირე ქვეყნებს დაუცველ მდგომარეობაში აყენებს.

„ChinaDaily“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მირზოიანის ინტერვიუს შესახებ ასევე აღნიშნულია, რომ ისრაელ-ირანის ომის დროს სომხეთმა ჩინეთს დახმარება გაუწია მისი მოქალაქეების ევაკუაციაში ირანიდან დეტალურადაა აღნიშნული, რომ 800 ჩინეთის მოქალაქე სომხეთის სახმელეთო გზით გავიდა ირანის ტერიტორიიდან.

 

 
 

 

 

წაიკითხეთ სტატია: EnglishفارسیFrançaisՀայերենРусскийTürkçe中文
AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2026 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT