სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს მიულოცა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მისალოცი წერილი გაუგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ გზავნილში აღნიშნულია:
„დარწმუნებული ვარ, სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო განვავითარებთ და გავამყარებთ, თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ჩართვით და განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებით სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატისთვის.
მაღლად ვაფასებ შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია სომხეთში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების, ასევე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებისკენ“.