სურენ პაპიკიანმა საფრანგეთის ელჩთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა 2 ივლისს მიიღო სომხეთში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოლივიე დეკოტინი.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ.
შეხვედრის განმავლობაში განხილულ იქნა სომხეთსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს და დასახეს მომავალი პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები.
განიხილეს აგრეთვე რეგიონული და საერთაშორისო მოვლენებთან დაკავშირებული საკითხები.