სურენ პაპიკიანი საზღვარგარეთ აკრედიტებულ სომხეთის სამხედრო ატაშეებს შეხვდა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი 1-ელ ივლისს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ კომპლექსში შეხვდა საზღვარგარეთ აკრედიტებულ სომხეთის სამხედრო ატაშეებს.
როგორც „არმენპრესი“ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, სამხედრო ატაშეებმა მინისტრს თავიანთი საქმიანობის შედეგები წარუდგინეს, ისაუბრეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარეობაზე, განვითარებაზე და არსებულ გამოწვევებზე.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სამხედრო ატაშეებს გააცნო შეიარაღებული ძალების რეფორმის მიმდინარეობა, შეაჯამა შეხვედრის შედეგები და მისცა შესაბამისი მითითებები.