არარატ მირზოიანმა რუმინეთის ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრს თანამდებობის დაკავება მიულოცა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ოანა ტოიუს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
„არმენპრესი“-ს ინფორმაციით, ამის შესახებ არარატ მირზოიანმა ჩანაწერი გამოაქვეყნა X-ის თავის მიკრობლოგში.
„გულთბილად ვულოცავ ოანა ტოიუს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას და წარმატებებს ვუსურვებ. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი ერების მტკიცე მეგობრობისა და დემოკრატიისა და თავისუფლების საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული სომხეთ-რუმინეთის პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით, როგორც ორმხრივად, ისე ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების ფარგლებში“, - აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ჩანაწერში.
Warm congratulations @oana_toiu on being appointed as FM of #Romania & best wishes for success. I look forward to working closely on further strengthening 🇦🇲-🇷🇴 partnership based on our peoples' strong friendship & shared values of democracy & freedom, both bilaterally & in the…
— Ararat Mirzoyan (@AraratMirzoyan) June 24, 2025