სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთს ეწვევა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 24 ივნისს ეწვევა ჩინეთს.
„არმენპრესი“-ს ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
აღნიშნულია, რომ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში 24-27 ივნისს იქნება.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში მიემგზავრება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან იის მიწვევით.