სომხეთში იწყება საქართველოს კულტურის დღეები

2 წუთი კითხვის

ივნისის 5-7 ერევანში გაიმართება საქართველოს კულტურის დღეები, რომლის ფარგლებშიც სომხეთში ეწვია საქართველოს დელეგაცია კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძის ხელმძღვანელობით. დელეგაციაში შედიან საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები და კულტურის სფეროს მოღვაწეები.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იუწყება, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძის შეხვედრა სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანთან, აგრეთვე ვიზიტები სომხეთის სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებაში.

კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილია რიგი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს სომხეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის გაღრმავებასა და კულტურული თანამშრომლობის განვითარებას.

საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში, 6 ივნისს 14:00 საათიდან მეშტოცის პროსპექტზე, დიანა აბგარის პარკში, გაიმართება დღესასწაული, რომელიც მიეძღვნება ქართული ღვინის, კულტურისა და ოჯახის დღეს. დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს, მეღვინეობის ხელოვნებას და ისიამოვნონ კვარტეტ „რანინასა“ და ჯგუფ „გუფი ლენდის“ ღია კონცერტებით. შესვლა თავისუფალია.

7 ივნისს 20:00 საათზე კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში გაიმართება ფოლკლორული ანსამბლის „ერისიონის“ კონცერტი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული ცეკვები, მუსიკა და კულტურა.

 
 

 

 

ქართული English Español فارسی Հայերեն Русский Türkçe

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ კანადის ელჩი მიიღო

ოპოზიცია ცდილობს ჩაშალოს TRIPP-ის პროექტი და აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა - ართურ ჰოვჰანისიანი

სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის, ედუარდ ჰაკობიანის ბრიფინგი

რეგულაციები, რომლებიც TRIPP-ის შეთანხმებაშია ასახული, აზერბაიჯანში ვერ გავრცელდება - ართურ ჰოვჰანისიანი

ეტაპობრივად სომხეთის სახელმწიფო საზღვრებზე სრულ კონტროლს ჩვენს სასაზღვრო სამსახურს გადავცემთ - ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანმა TRIPP-ის მარშრუტი დაასახელა

მშვიდობა, პირველ რიგში, გაცნობიერებული და სტრატეგიული არჩევანია - არარატ მირზოიანის გამოსვლა ფორუმ „მანამას დიალოგის“ პანელურ დისკუსიაზე

სახელმწიფო ბიუჯეტის წინასწარი განხილვა: ეროვნული ასამბლეის მუდმივმოქმედი კომისიების ერთობლივი სხდომა

ერევანში COP17-ის დახურვა კონცერტით აღინიშნა

მოჭიდავე ვაზგენ თევანიანი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა