„არარატ-არმენიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
1 წუთი კითხვის

ერევნის „არარატ-არმენიას“ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, საფეხბურთო კლუბს ამიერიდან მანუელ ტულიპანი უხელმძღვანელებს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, გამოცდილი სპეციალისტი პორტუგალიურ ფეხბურთში მდიდარი გამოცდილებით გამოირჩევა, სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონის კლუბებს.
ტულიპანი განსაკუთრებით ცნობილია 2017-2020 წლებში „პორტუს“ ახალგაზრდულ გუნდებთან მუშაობით. მისი ბოლო კლუბი იყო პორტუგალიის მეორე ლიგის წარმომადგენელი „ტორენსი“.
სომხეთის დასრულებულ საფეხბურთო ჩემპიონატში „არარატ-არმენია“ მეორე ადგილი დაიკავა. იმ პერიოდში გუნდს სომეხი სპეციალისტი ვარდან მინასიანი ხელმძღვანელობდა.