საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩამოვიდა
1 წუთი კითხვის

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში ჩამოვიდა.
როგორც „არმენპრესს“ აცნობეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, 29 აპრილს რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში ოფიციალური მიღების ცერემონიის შემდეგ სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტები, ვაჰაგნ ხაჩატურიანი და მიხეილ ყაველაშვილი, გამართავენ პირისპირ შეხვედრას, რასაც მოჰყვება გაფართოებული ფორმატით შეხვედრა ორი ქვეყნის დელეგაციების მონაწილეობით.
წყაროს ინფორმაციით, სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტები ამის შემდეგ პრესისთვის განცხადებას გააკეთებენ.