სომხეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა და ნუბარ აფეიანმა სომხეთში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს
1 წუთი კითხვის

სომხეთის ფინანსთა მინისტრი ვაჰე ჰოვჰანისიანი ბიზნესმენსა და მეცენატს, „Flagship Pioneering“-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ნუბარ აფეიანს შეხვდა.
როგორც „არმენპრესი“ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს ნუბარ აფეიანის მიერ დაფუძნებული Afeyan Initiatives for Armenia (AIFA) ფონდის საქმიანობაზე სომხეთში, ასევე თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე.
მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობებს და განსაკუთრებით აღნიშნა ინოვაციების ხელშეწყობის, მეცნიერებისა და მაღალტექნოლოგიური სექტორების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობა.