გერმანიას და მთელ ევროპას დიდი ინტერესი აქვთ „მშვიდობის გზაჯვარედინი“ პროექტის განხორციელების მიმართ: შტაინმაიერი
2 წუთი კითხვის

გერმანიას და მთელ ევროპას დიდი ინტერესი აქვთ, რომ სომხეთმა შეძლოს თავისი ამბიციური „მშვიდობის გზაჯვარედინი“ პროექტის განვითარება და განხორციელება მომდევნო წლებში, რითაც შეიქმნება ახალი კომუნიკაციის მარშრუტები ევროპის და აღმოსავლეთ აზიის შორის.
როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სადაც მან ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვაზე, კერძოდ, სომხეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილ „მშვიდობის გზაჯვარედინი“ პროექტზე.
„არა მხოლოდ გერმანიას, არამედ მთელ ევროპას დიდი ინტერესი აქვს, რომ სომხეთმა შეძლოს ამ ამბიციური „მშვიდობის გზაჯვარედინი“ პროექტის განვითარება და განხორციელება მომდევნო წლებში, რითაც შეიქმნება კავშირები ევროპის და აღმოსავლეთ აზიას შორის, რაც დააახლოებს ამ რეგიონებს. ეს ყველაფერი უკავშირდება მშვიდობის შეთანხმებას და მის მაქსიმალურად სწრაფად ხელმოწერას“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
მან დაამატა, რომ როდესაც საქმე ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება, საჭიროა საერთაშორისო ინვესტორები, რომლებიც მზად იქნებიან დააბანდონ კაპიტალი ამ ინფრასტრუქტურის შექმნაში.
„ამ საკითხში პირდაპირი კავშირია, რაც უფრო მაღალია სტაბილურობა ამ რეგიონში, მით უფრო მაღალი იქნება ამგვარი ინვესტორების პოვნის ალბათობა“, – აღნიშნა შტაინმაიერმა.