არარატ მირზოიანმა ავსტრიის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს მიულოცა
3 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა, ბეატე მაინლ-რაიზინგერს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა X-ის საკუთარ მიკრობლოგზე დაწერა.
„ვულოცავ ბეატე მაინლ-რაიზინგერს ავსტრიის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის პოსტზე დანიშვნის გამო.
მოველოდები მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთ-ავსტრიის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მიმართულებით, ასევე, ყველა იმ პლატფორმაზე ჩართვას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი პარტნიორობის დღის წესრიგის წინ წაწევაში, მათ შორის ევროკავშირის პლატფორმაზე“, – აღნიშნულია არარატ მირზოიანის ჩანაწერში.
Congratulations to @BMeinl on appointment as #Austria's new FM!
— Ararat Mirzoyan (@AraratMirzoyan) March 5, 2025
I look forward to working closely towards further enhancing 🇦🇲-🇦🇹 bilateral coop as well as engaging in all platforms which play important role in advancing our partnership agenda, including w/in 🇪🇺. @MFA_Austria
მანამდე, სხვა პოსტით, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის უკვე ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრ შალენბერგს სომხეთ-ავსტრიის ურთიერთობების განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის გამოჩენილი ერთგულებისა და წარმატებები უსურვა.
„გმადლობთ სომხეთ-ავსტრიის ურთიერთობების განმტკიცებისთვის გაწეული გულწრფელი ძალისხმევისა და ერთგულებისთვის, ასევე, სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავებაში შეტანილი ღირებული წვლილისთვის. ვაფასებ ჩვენს მეგობრობას და წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორუმში აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის ყოველთვის დიდად ვაფასებდი“, – დაწერა მირზოიანმა.
Dear @a_schallenberg, thank you for sincere efforts & dedication to strengthening #Armenia-#Austria relations & valuable contribution to deepening 🇦🇲-🇪🇺 partnership.
— Ararat Mirzoyan (@AraratMirzoyan) March 4, 2025
I cherish our friendship & always highly appreciated active engagements & interactions in different fora in past… pic.twitter.com/zD3LXL8nxJ