ლავროვმა შეახსენა, რომ საქართველოსთვის „3+3“ პლატფორმის კარები ღიაა

2 წუთი კითხვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ საქართველოსთვის „3+3“ რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის კარები ღიაა და „სკამი დადგმულია“. როგორც „არმენპრესი“ TASS-ზე დაყრდნობით იტყობინება, ლავროვმა ეს განცხადება სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას გააკეთა.

„თავიდანვე ყველამ მოილაპარაკა, რომ ჩვენთან სწორედ „3+3“-ის ფორმატია და გვესმის საქართველოს პოზიციის სირთულეები და ნიუანსები, მაგრამ ამ ფორმატში საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება სხდომათა დარბაზში“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან გაიხსენა, რომ ეს მიდგომა საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე დადასტურდა.

„ჩვენ ქართულ მხარეს დავუდასტურეთ, რომ კარები ღიაა, სკამი დადგმულია“, – აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვის შეფასებით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ეყრდნობა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

„და ის, რომ „3+3“ (რედ. – ფუნქციონირებს) ყველა მონაწილის სასარგებლოდ, ეჭვს არ იწვევს“, – განაცხადა მან.

ლავროვმა ასევე მიაპყრო ყურადღება იმ ფაქტს, რომ „3+3“ ფორმატში ბოლო შეხვედრაზე „გადაწყვეტილება მიიღეს ამ საკონსულტაციო პლატფორმის უფრო კონსტრუქციულ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ“. ლავროვმა მხარი დაუჭირა დეპუტატების წინადადებას, რომ „3+3“ ფორმატში შეიქმნას საპარლამენტთაშორისო კომისია თანამშრომლობის დამატებითი მექანიზმების ორგანიზებისთვის.

„3+3“ რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის შემადგენლობაში შედიან სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ასევე რუსეთი, ირანი და თურქეთი. თუმცა, საქართველომ განაცხადა, რომ ამ ფორმატში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის პირველი სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე. სულ სამი შეხვედრა ჩატარდა.

 

 
 

 

 

ქართული Հայերեն Русский Türkçe

COP17-ის მწვანე ზონა ფართო საზოგადოებას მრავალშინაარსიანი პლატფორმებითა და ღონისძიებებით წარუდგება

მიღწეულია შეთანხმება მატერიალური რეზერვისა და მზადყოფნის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე: შს მინისტრი გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის წარმომადგენელს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი 2 წლის ვადით COP17-ის პრეზიდენტად აირჩიეს

ამულსარის საბადოს ექსპლუატაციას გარემოზე ძალიან მცირე ზეგავლენა ექნება: გევორგ პაპოიანი

სომხეთი პოზიციონირებს, როგორც საერთაშორისო მაღალი დონის ღონისძიებების მასპინძელი ქვეყანა: ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის გახსნის ცერემონიაზე

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის გახსნის ცერემონიაზე

COP17-ის გახსნის საზეიმო ცერემონია: პირდაპირი

ლეონარდო დიკაპრიომ მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთისა და კოლუმბიის ინიციატივას, რომელიც საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების აღდგენას ისახავს მიზნად

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ლიდერთა სამიტზე