სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით მიუნხენში ჩავიდა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით მიუნხენში ჩავიდა
როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ნიკოლ ფაშინიანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
კონფერენციის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი რიგ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უცხოელ პარტნიორებთან.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით მიუნხენში 13-16 თებერვალს იმყოფება.