პოლიტიკური

აზერბაიჯანის შესაძლო აგრესიის შემთხვევაში, სომხეთმა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა ხელთ არსებული ყველა საშუალებით უნდა დაიცვას։ ვაჰან კოსტანიანი

2 წუთი კითხვის

აზერბაიჯანის შესაძლო აგრესიის შემთხვევაში, სომხეთმა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა ხელთ არსებული ყველა საშუალებით უნდა დაიცვას։ ვაჰან კოსტანიანი

სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ აზერბაიჯანის შესაძლო აგრესიის შემთხვევაში, ერევანი ხელთ არსებული ყველა საშუალებით დაიცავს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა.

კითხვაზე, თუ როგორ იმოქმედებს ერევანი იმ შემთხვევაში, თუკი აზერბაიჯანი სომხეთზე თავდასხმას განახორციელებს და ძალის გამოყენებით შეეცდება ე.წ. „დერეფნის“ გახსნას, კოსტანიანმა აღნიშნა:

„რა თქმა უნდა, სომხეთის რესპუბლიკა თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ყველა მის ხელთ არსებულ საშუალებას გამოიყენებს“․

ბაქოს მხრიდან ერევნის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც იარაღის შეძენას უკავშირდება, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სომხეთი ახორციელებს საკუთარ სუვერენულ უფლებას და აძლიერებს თავდაცვით შესაძლებლობებს.

„როგორც ადრე აღინიშნა, ჩვენ არ გვაქვს მტრული განზრახვა არცერთი მეზობელი ქვეყნის მიმართ. რაც შეეხება ე.წ. „იარაღის შეჯიბრს“, რომლის მომსწრენიც ვართ რეგიონში, ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, სომხეთმა აზერბაიჯანს შესთავაზა შეიარაღების კონტროლის ორმხრივი მექანიზმის შექმნა, და ეს წინადადება კვლავ ძალაში რჩება“, – განაცხადა კოსტანიანმა.

 

 
 

 

 

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2025 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT