სომხეთის საჭადრაკო ნაკრების წევრები ასპარეზობენ „Al-beruniy“-ს საერთაშორისო ტურნირში.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ორი ტურის შემდეგ შანთ სარგსიანი და ჰაიკ მარტიროსიანი ორი-ორი გამარჯვებით ლიდერებს შორის არიან.
ტაშკენტში, უზბეკეთის დედაქალაქში, მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს 10 მოჭადრაკე უნგრეთიდან, ფინეთიდან, ჩინეთიდან და უზბეკეთიდან. ტურნირში ასევე მონაწილეობენ რუსი მოჭადრაკეები, რომლებიც საერთაშორისო დროშის ქვეშ გამოდიან.
ტურნირი 11 თებერვალს დასრულდება.