არარატ მირზოიანმა მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დანიშვნა მიულოცა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მარკო რუბიოს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზე დანიშვნა მიულოცა.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ X პლატფორმაზე საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.
„თბილი მილოცვა მარკო რუბიოს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზე დანიშვნის გამო. სომხეთი დიდად აფასებს შეერთებულ შტატებთან თავის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული. ველოდებით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას ჩვენი ორი ერის უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კეთილდღეობისათვის“, – აღნიშნა არარატ მირზოიანმა.
Warm congratulations to @secrubio on his appointment as Secretary of State! #Armenia greatly appreciates its strategic partnership with the United States, rooted in shared values & common interests. We eagerly anticipate strengthening our cooperation to promote security,…
— Ararat Mirzoyan (@AraratMirzoyan) January 21, 2025
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 20 იანვარს აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რესპუბლიკელი სენატორის, მარკო რუბიოს კანდიდატურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე.