სერგეი ლავროვმა განაცხადა არარატ მირზოიანის რუსეთში მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ
1 წუთი კითხვის

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი მიწვეულია რუსეთის ფედერაციაში.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
„ჩვენი დიალოგი გრძელდება. არარატ მირზოიანი მიწვეულია რუსეთში. მან მოწვევა მიიღო. ჩვენ მას ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ვიზიტი მალე შედგება“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.