არა ბარიერი, არამედ ხიდი։ მირზოიანმა ალიევს უპასუხა

2 წუთი კითხვის

ერევანი, 8 იანვარი, არმენპრესი. სომხეთს არ სურს და არც სჭირდება სხვა ქვეყნებს შორის ბარიერად ყოფნა. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, პასუხად აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებაზე, თითქოს სომხეთი არ უნდა იყოს გეოგრაფიული დაბრკოლება თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის და რომ ე.წ. „ზანგეზურის დერეფანი“ უნდა გაიხსნას.

„სომხეთს არ სურს და არც აპირებს, არც კი სჭირდება ბარიერად ყოფნა. ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, სადაც ყველა ქვეყანა ცდილობს ურთიერთობების განვითარებას, ვაჭრობასა და გადაადგილებას დანარჩენ ქვეყნებთან. ეს არის სახელმწიფოების სასიცოცხლო ინტერესი. ჩვენც დაინტერესებულნი ვართ ამგვარი მოძრაობით და გვსურს ვიყოთ არა ბარიერი, არამედ ხიდი სხვადასხვა ქვეყნების, ჩვენი მეზობლების შორის. გვინდა ვიყოთ არა კლდე, არამედ დამაკავშირებელი რგოლი. ეს ეხება ჩვენს გეოგრაფიულად ახლოს მდებარე ქვეყნებთან სიტყვასიტყვით ხიდად ყოფნას და შორეულ ქვეყნებთან გადატანითი მნიშვნელობით. ასე რომ, არა ბარიერი, დამაკავშირებელი რგოლი“, – განაცხადა მირზოიანმა.

ალიჩევის ე.წ. „ზანგეზურის დერეფანთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთისთვის მიუღებელია როგორც ტერმინი, ისე კონცეფცია, რომელიც მას უკავშირდება.

მისი თქმით, პირიქით, თუ აღნიშნული კონცეფცია არ არსებობს და სრულად პატივს სცემენ სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ყველა კომპონენტში, მათ შორის უშუალო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაწილში, სომხეთი არა მხოლოდ წინააღმდეგი არ არის, არამედ დაინტერესებულია რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რაც შეიძლება მალე ამოქმედებით.

ქართული العربية English Հայերեն Русский 中文

სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრი COP17-ის ფარგლებში გლობალური ეკოლოგიური ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

სომხეთმა და აშშ-მა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე COP17-ის მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად სომხეთს ეწვევა

TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმება 27 ოქტომბერს ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განიხილება

სომხეთისა და საქართველოს გენერალურმა პროკურორებმა თბილისში საერთაშორისო პროფესიული სტრუქტურების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს

ფაშინიანი ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს

ფაშინიანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის სავარაუდო ვადა დაასახელა

სომხეთი თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის მიზნით მუშაობს - ფაშინიანი

TRIPP-ის განხორციელება პრაქტიკულ ეტაპზე გადადის - ნიკოლ ფაშინიანი

TRIPP-ის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით სომხეთის ოფიციალური პირების ჯგუფი სიუნიქის მარზში გაემგზავრა