„მშვიდობის გზაჯვარედინი“ კარგი ინიციატივაა, მაგრამ მისი განხორციელების გზაზე სერიოზული დაბრკოლებები არსებობს։ პოლიტოლოგის ანალიზი

4 წუთი კითხვის

ერევანი, 30 დეკემბერი, არმენპრესი. სამხრეთ კავკასიის რეგიონი კვლავ რჩება პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე აქტიური სამხედრო მოქმედებები არ მიმდინარეობს, აშკარაა, რომ რეგიონში იკვეთება რიგი რეგიონალური და არარეგიონალური ძალების ინტერესები, რომელთაგან თითოეული ცდილობს საკუთარი პოზიციების განმტკიცებას.

„არმენპრესთან“ საუბარში აღნიშნული მოსაზრება გამოთქვა პოლიტოლოგმა არმენ ვარდანიანმა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარებისა და ამ კონტექსტში სომხეთის მიერ წამოყენებული „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის სიცოცხლისუნარიანობის საკითხს შეეხო.

„ამჟამად ყველაზე დრამატული მოვლენები ხდება საქართველოში, სადაც პროტესტები არ წყდება. ხელისუფლება საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა, რადგან დასავლეთი არ აღიარებს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს. როგორც ჩანს, ეს სიტუაცია კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოს ისედაც მძიმედ გაუარესებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს. სომხეთი და აზერბაიჯანი ამ ეტაპზე მშვიდად არიან, მაგრამ ეს შესაძლოა დროებითი იყოს. 2025 წელს შესაძლებელია სიტუაციის გამწვავება“, - განაცხადა ვარდანიანმა.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ მათი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე დიდწილად არის დამოკიდებული სომხეთის განვითარების პერსპექტივები და ბედისწერა, პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ამაში სიმართლის კომპონენტი არსებობს.

„თუ სომხეთს მომავალში სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპისკენ სვლა, ჩვენთვის სასურველია, რომ საქართველოს ხელისუფლებაც იმავე მიმართულებით იმოქმედოს და პროევროპული იყოს. მაგრამ თუ ისინი გაწყვეტენ კავშირებს დასავლეთთან, სომხეთის ევროპული მომავალი ბუნდოვანი გახდება“, - დასძინა ვარდანიანმა.

პოლიტოლოგის შეფასებით, 2025 წელს ძნელად თუ გაფორმდება მშვიდობის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რადგან 2021 წლიდან, როდესაც ეს საკითხი დღის წესრიგში შევიდა, აშკარა გახდა, რომ შეთანხმების გაფორმების საკითხში მნიშვნელოვანი დაბრკოლებები არსებობს. ვარდანიანის თქმით, ამის ორი მიზეზი არსებობს: პირველი ის, რომ აზერბაიჯანმა რუსეთს დაპირდა, რომ არ მოაწერს ხელს არც ერთ დოკუმენტს, განსაკუთრებით დასავლეთის შუამდგომლობის ქვეშ, ხოლო მეორე მიზეზი ის არის, რომ აზერბაიჯანი სომხეთს სუსტ მხარედ მიიჩნევს და ცდილობს, მისგან გარკვეული დათმობები მიიღოს.

ოფიციალური ერევნის მიერ წამოყენებულ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივასთან დაკავშირებით ვარდანიანმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს თავისი არსით კარგი ინიციატივაა, მისი განხორციელების გზაზე სერიოზული დაბრკოლებები არსებობს.

„თურქეთი და აზერბაიჯანი სომხეთისგან ითხოვენ კორიდორს თავიანთი პირობებით, რუსეთი კი თავის მხრივ ცდილობს ამ ტერიტორიის კონტროლის დაწესებას. ეს ყველაფერი არ შეესაბამება სომხეთის ინტერესებს. შექმნილ ვითარებაში სომხურმა მხარემ აქტიურად უნდა იმუშაოს მოკავშირეებთან, რათა გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოების დონე. ჩვენი მთავარი ამოცანა არის სამხედრო ბალანსის აღდგენა. რადგან ეს ბალანსი დარღვეულია, სწორედ ამიტომ ალიევი იჩენს ასეთ გადამეტებულ დამოკიდებულებას. თუ ბალანსი აღდგება, აზერბაიჯანის ლიდერი შეამცირებს თავის განცხადებების რიტორიკას და სანამ კვლავ ისაუბრებს, კარგად დაფიქრდება“, - დაასრულა ვარდანიანმა.

ქართული العربية English Español فارسی Français Հայերեն Русский Türkçe 简体中文

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ და რუსეთის ელჩმა ისაუბრეს მართლმსაჯულებისგან მიმალულ და რუსეთის ფედერაციაში მყოფ პირებზე

კრემლმა დეტალები წარმოადგინა ფაშინიანი-პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ

აზერბაიჯანში სომეხი ტყვეების წინააღმდეგ ცრუ სასამართლო პროცესზე ბრალდებას 6 პროკურორი დაიცავს

ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თბილისი ერევანს და ბაქოს სამმხრივი თანამშრომლობის წინადადებით მიმართავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველო შესაძლოა იზოლაციაში მოექცეს „რეპრესიული პოლიტიკის“ გამო

თავისუფლება რუბენ ვარდანიანს და სომეხ ტყვეებს: ჰენრიხ მხითარიანი მხარდაჭერას უცხადებს ბაქოში უკანონოდ დაკავებულ სომხებს

სომხეთი და ევროკავშირი თითქმის დაასრულეს მოლაპარაკებები პრიორიტეტების ახალი დღის წესრიგის შესახებ

ნიკოლ ფაშინიანი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ხელმძღვანელობით დელეგაცია ბრიუსელში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს